თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
