ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ დაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. დაკავებულების სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ანა ბერძენიშვილი გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
