თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმიწფო პროგრამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
