კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი სტუდენტებისთვის
საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონის სტუდენტებისთვის თბილისში მორიგი კულტურულ საგანმანათლებლო ვიზიტი გაიმართა. ორ დღიანი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.