„პროფესიული მასწავლებლების მობილობა“
პროფესიული განათლების ინტერ ნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘ ხორციელდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
