ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ დაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორის მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტური ნივთმტკიცება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
