შშმ პირთა საერთაშორისო დღე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობითა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეაჯამეს ის საქმიანობა, რომელიც უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა.
