ლატვიაში ტელეკომპანია "დოჟდი" დააჯარიმეს
ლატვიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ტელე არხის ეთერში უკრაინის ომის შესახებ განკეთებულ განცხადებას ეხება, რა დროსაც ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას „ჩვენი არმია“ უწოდა. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ“ რუსულ ტელე კომპანიას 10 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
