81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა
ოჯახს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა - ციტატა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.“ წერს მთავრობის მეთაური.
