გიული ალასანიას შეკვეთილი სტატიები გამოქვეყნდა. რა მიზანს ემსახურება ოჯახის მიერ წამოწყებული პიარ-კამპანია?
გიული ალასანიას შეკვეთამ ერთი შედეგი გამოიღო, სტატიები დაიბეჭდა, თუმცა რას მოუტანს ნაყიდი პუბლიკაციები მის შვილს - ძნელი სათქმელია. სააკაშვილი წამებულად და მოწამლულად არის წარმოჩენილი, თუმცა თავად პატიმარი ამას არ ამბობს. სინამდვილეში რისთვის ელოდებოდა პარტია ამ დასკვნას, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ერთერთი ტელევიზიის ეთერში გათქვა - პიარ-კამპანიით აქციების გამართლება და ამ სახით საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდება. ალასანიამ კი გუშინ აღნიშნა, რომ ამ თემას ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მისსავე შეკვეთილ სტატიებში არც ეს წერია. ინტოქსიკაცია კი ფაქტად არის წარმოჩენილი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
