გორში, ქართლის ქარის ელექტროსადგურებთან ჰიბრიდული მზის ელექტროსადგურიც აშენდება
ის დაახლოებით ხუთი მეგავატი სიმძლავრის იქნება. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა გათვალისწინებულია მემორანდუმით, რომელიც იუესეიდის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას შორის გაფორმდა.
