პროტესტი ჩინეთში
ჩინეთის ხელისუფლება სამთავრობო პოლიტიკისადმი ოპოზიციურად განწყობილი დემონსტრანტების გამოსავლენად მათი მობილური ტელეფონების მონაცემებს იყენებს. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. საუბარია იმ აქტივისტებზე, რომლებიც მთავრობის მკაცრ კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ. კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, ჩინეთში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები პეკინში ასობით მოქალაქემ გააპროტესტა, დემონსტრაციამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა აქციის დასრულების შემდეგ, პოლიცია დაკითხვის მიზნით დაუკავშირდა მათ, ვისი მობილური ტელეფონებიც აქციის ტერიტორიის სიახლოვეს დაფიქსირდა.
