პერუში ათობით ადამიანმა პროკურატურის შენობას და პროკურორის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა
შემთხვევა აია-კუჩოს რეგიონში მოხდა. აქტივისტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პროკურორმა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლა. აქტივისტები პროკურორის ოფისში შეიჭრნენ, დოკუმენტები დაწვეს და პროკურორის პირადი ნივთები დააზიანეს, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა ცრემლსადენი გაზით სცადეს, დემონტანტები პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა.
