მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
