ნუგზარ შარია გარდაიცვალა
81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია გარდაიცვალა. ის არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ის ნიუ-იორკში გადავიდა და „ამერიკის ხმაში“ გააგრძელა მუშაობა. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
