კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით
კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში შეერთებული შტატების საელჩოშიც მიიღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გზავნილი იმ წერილების ანალოგიურია, რომლებიც უკრაინის საელჩოსა და სხვა სამიზნეებს, მათ შორის ესპანეთის პრემიერს, თავდაცვის მინისტრს, ასევე იარაღის მწარმოებელ კომპანიას და მადრიდთან ახლოს მდებარე სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას გაუგზავნეს.
