საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე გადაცემა „იმედი ლაივში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთელ ისაუბრა. მისი თქმით, პროვოკაციის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაწყება. ყაველაშვილის მტკიცებით, მიზანმიმართული დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციისგან არის მოსალოდნელი, მისი განცხადება კი პრევენციული ხასიათისაა.
