სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის კამპანია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. "ქართული ოცნების" ლიდერმა კიდევ ერთელ განმარტა, რომ სახელმწიფოს არ აქვს იურიდიული ბერკეტი, გაათავისუფლოს პატიმრები იმ მიზეზით, რომ ისინი საპატიმროში ყოფნას ვერ ეგუებიან.
