მიხეილ სააკაშვილის ოჯახის დაკვეთით, დასავლურ მედიაში „გლობალ ფოინთის“ სახელით უკვე გამოჩნდა სტატიები ყოფილი პრეზიდენტის შესახებ
პუბლიკაციებში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ის მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური პატიმარი. როგორც გიული ალასანიამ განმარტა, პიარ სპეციალისტთა ჯგუფის დაქირავების მიზანია დასავლეთმა მეტი გაიგოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
