ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმე დღეში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება კომისიის პასუხი. სხვა საკითხებზე კი მუშაობა დასკვნის მიღებისთანავე გაგრძელდება. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
