ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მკაფიო მხარდაჭერა აქვს - ამ გზავნილს გერმანელი დეპუტატებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებები ადასტურებს
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მკაფიო მხარდაჭერა აქვს. ამ გზავნილს გერმანელი დეპუტატებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისაგან ბერლინში გაკეთებული განცხადებები ადასტურებს. ამასთან, გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭებას, ამ პროცესში ერთიანია როგორც სახელისუფლებო გუნდი, ასევე ოპოზიცია. გერმანიაში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
