პრემიერი ფილიპ რიკერს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ფარგლებში, საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებასა და დაკავებულთა გათავისუფლებაში, შეუცვლელი როლი ითამაშა. ეს ფილიპ რიკერის შეფასებაა. კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვახშამზე შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმსჯელეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და საქართველოს როლზე სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის, ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა, მოლაპარაკებაა.
