პარლამენტში მიხეილ ჩხენკელის მინისტრის საათი მიმდინარეობს
პარლამენტში მიხეილ ჩხენკელის მინისტრის საათი მიმდინარეობს. განათლების მინისტრი დეპუტატებს იმ რეფორმებს აცნობს, რომელიც სამინისტრომ განახორციელა. მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ინიციატივებზე, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე თანაბრად ხელმისაწვდომი და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
