გენერალ კრისტოფერ კავოლის, თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა
გენერალ კრისტოფერ კავოლის, თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა . მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ, აშშ-ის ევროპულ სარდლობას, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
