აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა იუსტიციის მინისტრმა
აზერბაიჯანელ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. ფორუმზე ხელი მოეწერება ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს 2023 წელს როგორც ცენტრალურ, ისე სექტორულ დონეზე ერთობლივ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.
