"ემპათიის" დაკვნას უნდობლობას უცხადებს მმართველი გუნდი
,,ემპათიის’’ დაკვნას უნდობლობას უცხადებს მმართველი გუნდი , მათი თქმით, ცენტრის მიზანი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდებაა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დასკვნაში კონკრეტულ დიაგნოზზე საუბარი არ არის, რაც მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ,,ემპათიის’’ თითქმის ორას გვერდიან დასკვნაზე, დღეს მარიამ ჯიშკარიანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი დაუსვეს, აქედან მთავარი, ათი დაავადებაა, რომელსაც არ ასაჯაროებენ. პარალელურად კი აცხადებენ, რომ სწორედ ამ ათი დიაგნოზის გამოა დაუშვებელი სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა.
