ევროკავშირის ელჩი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნას მიესალმება
ევროკავშირის ელჩი, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, ვენეციის კომისიაში გადაგზავნას მიესალმება. პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს რომ საქართველო მოკლე დროში მიიღებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და პროექტი საბოლოოდ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით დამტკიცდება.
