ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. იენს სტოლტენბერგმა განცხადება, ბერლინში უსაფრთოების კონფერენციაზე გააკეთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო და შავი ზღვა სტრატეგიული მნიშნველობის რეგიონია და მისი თქმით, ალიანსი აცნობიერებს, თუ როგორი მნიშნვნელოვანია საქართველოს მსგავს პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა.
