სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის კამპანია
მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გადაყვანის პიარ-კამპანიისთვისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის გიული ალასანიამ ამერიკული საკონსულტაციო კომპანია გლობალ პოინტი დაიქირავა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიისგან თანხმობა ალასანიამ 17 ნოემბერს მიიღო და წერია რომ კომპანიას პატივი აქვს მიხეილ სააკაშვილის სახელით, ამ საკვანძო დროს, მხარი დაუჭიროს გიული ალასანიას. „ გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი როგორც თანხმობა ვიმუშავოთ თქვენი სახელით, მოგაწვდით სტრატეგიულ კონსულტაციებს, კავშირებს მედიასთან და დაინტერესებულ პირებთან როგორც ეს კონტრაქტშია მითითებული და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იურიუდიული მომსახურების შესახებ „აღნიშნულია დოკუმენტში. შეთანხმება კი ძალაშია მომავალი წლის 17 იანვრამდე. მომსახურებისთვის, გიული ასალანია ათეულობით ათას დოლარს იხდის.
