რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის 55 წლის იუბილე აღნიშნეს
რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის 55 წლის იუბილე აღნიშნეს. გაიხსნა გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცე და მოეწყო რუსთავის თეატრის პირველი სპექტაკლის- ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტუმების გამოფენა. გაიმართა საიუბილეო საღამოც, რომელსაც ქართული თეატრალური საზოგადოებისა და რუსთავის თეატრის პირველი დასის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
