ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება
ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება და ნატო გააძლიერებს თანამშრომლობას რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან. ბუქარესტში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი გზავნილები გახმოვანდა.
