პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, შეხვდა
პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, შეხვდა. სამუშაო ვახშამზე, ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმსჯელეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და საქართველოს როლზე სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია.
