დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია ქუთაისში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. არქივში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება. რესტავრატორებმა კვალიფიკაცია თბილისის ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს. ახალი ლაბორატორიის საქმიანობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეც გაეცნო.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
