უჩა მამაცაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება
უჩა მამაცაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა მოძრაობამ გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ჯარიმის სახით, ხუთ-ხუთი ათასი ლარი დააკისრა.
