ე.წ.-ლი ქოლცენტრების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა
საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუშვილის სარჩელს, რომლითაც მან სადავო გახადა ტელეკომპანია "ფორმულისა" და "მთავარი არხის" ეთერით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში სუსის უფროსი ფიგურირებდა. ამის შემდეგ მოპასუხე მხარეებმა სარჩელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს, თუმცა დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ ტელეკომპანიებისა და ლევან ხაბეიშვილის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ტელეკომპანიებს სასამართლომ დაავალა, ორი კვირის ვადაში გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ეთერში გახმოვანებული ცნობები ცილისმწამებლური იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
