პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის „ბაინანსის“ დამფუძნებელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - „ბაინანსის“ დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. ჩანგ-პენგ ჟაომ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ბაინანსის დამფუძნებელი წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს საკითხებს.
