„ხალხის ძალის“ ინფორმაციით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან დაგეგმილია უმძიმესი პროვოკაცია
„ხალხის ძალის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან დაგეგმილია უმძიმესი პროვოკაცია. მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ამ პროვოკაციის მიზანია ქვეყანაში დესატაბილიზაცია გამოიწვიონ.
