"მშვიდობის ქალაქი" - კახა კალაძის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დედაქალაქის მორიგი საახალწლო სლოგანი სპეკულაციების თემად აქცია, აჟიოტაჟს კახა კალაძემ ვრცელი განცხადებით უპასუხა. თბილისის მერის განმარტებით, დევიზში პოლიტიკური გზავნილი არ არის და პროვოკაციაა ოპოზიციის განცხადება, თითქოს მერიამ უკრაინელების ნიშნის მოგების მიზნით გამოიყენა ტერმინი „მშვიდობის ქალაქი“.
