თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
გუნდის წევრები დუბაიში უკვე გაემგზავრნენ . თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული შვიდკაცა რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადიოდა. დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 32 ქვეყნის 230 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 1 დეკემბერს დაიწყება.
