სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
კალაძე - მამულაშვილის წინააღმდეგ - თბილსის მერის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, "ტვ პირველს" და ამავე არხის წამყვანს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 100 ათასის ნაცვლად, 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსარჩელე მხარე კმაყოფილია, დაცვა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპალციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
