პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
