ბუქარესტი ნატოს წლის ბოლო მინისტერიალს მასპინძლობს
ბუქარესტი ნატოს წლის ბოლო მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოსთვის უმნიშვნლოვანესი დეკლარაციის მიღებიდან 14 წლის შემდეგაც ალიანსის პოზიცია უცვლელია - ნატოს წევრი ქვეყნები თანხმდებიან გაერთიანების გაფართოებაზე და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველო, ასევე მოლდოვა და ბოსნია - ჰერცეგოვინა. ბუქარესტში მიღებული ახალი დეკლარაციის მეოთხე პუნქტში საუბარია სწორედ ამ ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ამ საკითხზე დღეს ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ბუქარესტში მსჯელობა იმართება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
