ბერლინში საქართველო - გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა და გერმანელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანები.
