კლანების ბრძოლა "ნაცმოძრაობაში"
თავმჯდომარის არჩევის მოლოდინში მყოფი "ნაციონლაური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ . ვიდრე პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება და არჩევნების წესზე საბოლოოდ შეთანხმდება მანამდე მოქმედი თავმჯდომარე კოლეგებს სამოქმედო გეგმას უწუნებს. ფეისბუქზე წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანობა ვერც იმ საკითზე შედგა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ეხება. ნიკა მელია აღნიშნავს, რომ მათი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც საერთო მიზანს არ ემსახურება.
