ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს დაამტკიცებს
ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გააკონტროლებს. ამასთან, კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას.
