„ქრონიკას“ აფთიაქებთან ჩაწერილი მოქალაქეები უდასტურებენ, რომ თურქულ მედიკამენტებს, როგორც უხარისხოს ისე სთავაზობენ
„ქრონიკას“ აფთიაქებთან ჩაწერილი მოქალაქეები უდასტურებენ, რომ თურქულ მედიკამენტებს, როგორც უხარისხოს ისე სთავაზობენ. პრემიერმა ამ ინფორმაციის შესწავლა ჯანდაცვის მინისტრს გუშინ დაავალა. მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. ფარმაცევტული კომპანია კი ირწმუნება, რომ მთავრობის მეთაური შეცდომაში შეიყვანეს. თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლების შემოტანის შესახებ განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის იანვარში მოაწერა ხელი. ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
