საქმიანი ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. ადმინისტრაციამ პრეზენტაცია ისრაელში გამართა, რომელსაც ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია მოაწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმაც. ასევე გაიმართა შეხვედრა, სადაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.
