ქვევრის ღვინის მარნები ბერლინის გამოფენაზე
ბუნებრივი ღვინოების გამოფენა რო ვაინ ბერლინში, საქართველოდან ღვინის 18 მარანი მონაწილეობდა, ეს ქართული ქვევრის ღვინის მარნების ყველაზე მასშტაბური წარდგენა იყო. რო ვაინი ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი.
