რიში სუნაკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაში „ოქროს ხანა“ დასრულდა
რიში სუნაკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაში „ოქროს ხანა“ დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. სუნაკის თქმით, „ოქროს ხანასთან“ ერთად წარსულს ჩაბარდა იდეა, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. პრემიერის განმარტებით, ჩინეთი მათი ღირებულებებისა და ინტერესებისთვის სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ეს გამოწვევა კი მის ავტორიტარიზმისკენ სწრაფვასთან ერთად სულ უფრო იზრდება.
