ამერიკა, ჩინეთში გამართულ აქციებს გამოეხმაურა
ამერიკა, ჩინეთში გამართულ აქციებს გამოეხმაურა. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი ადამიანის უფლებას, მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების შესახებ მხარს უჭერს. ჩინეთში უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დიდ ქალაქებსა და პატარა დასახლებებში აქტივისტები კოვიდ რეგულაციების გაუქმებასთან ერთად, ახლა უკვე პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ.
